უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 230 810 (+1 070) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.01.26-მდე: ტანკები – 11 596 (+9), ჯავშანტექნიკა – 23 943 (+5), საარტილერიო სისტემები – 36 516 (+53), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 623 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 282 (+3), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 112 828 (+669), ფრთოსანი რაკეტები – 4 190 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 75 416 (+178), სპეციალური ტექნიკა – 4 049 (+0).