უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 248 560 (+980) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.02.26-მდე: ტანკები – 11 656 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 018 (+5), საარტილერიო სისტემები – 37 089 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 637 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 297 (+2), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 129 160 (+1 198), ფრთოსანი რაკეტები – 4 270 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 77 734 (+182), სპეციალური ტექნიკა – 4 070 (+1).