შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და  უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე  ა.პ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში,  დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული  საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და 19-260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.