უკრაინის წარმატებები ფრონტის ხაზზე და რუსეთზე დარტყმები პუტინის გარშემო ტოქსიკურ ატმოსფეროს ქმნის. ამას მისი ახლო გარემოცვა აღიარებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამჟამად კრემლის ხელმძღვანელის გარშემო ახალი, მისთვის ძალიან უსიამოვნო ატმოსფეროა.

"ახლა, რა თქმა უნდა, ფრონტზე არსებული სიტუაცია და ჩვენი შორი და საშუალო დისტანციის დარტყმები პუტინის გარშემო ახალ ატმოსფეროს ქმნის - ძალიან ტოქსიკურ ატმოსფეროს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მხოლოდ პუტინია იმის მიზეზი, რომ ომი დაიწყო და არ სრულდება.

"რუსების დანაკარგების ერთადერთი მიზეზი პუტინია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინის გარემოცვას ეს კარგად ესმის.

"ამის სიგნალს გვიგზავნიან, ჩვენს პარტნიორებს უგზავნიან. რუსული საზოგადოება სულ უფრო მეტად იწყებს ამის შეგრძნებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ისეთი გადაწყვეტილებებისკენ, რომლებიც მშვიდობას მოიტანს.

"უკრაინა დიდი ხანია, მზადაა ამისთვის. ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ ამ ომის ღირსეული დასრულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.