ლიეტუვა აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია რეალური უნდა იყოს და არა დეკლარაციული.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კესტუტის ბუდრისის განცხადებით, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკაფიო და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების მექანიზმების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს დაცვას რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის შემთხვევაში.

მისივე თქმით, სიტყვებსა და დაპირებებს კონკრეტული ქმედებების გარეშე არანაირი შედეგი არ ექნება, ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი და გარანტირებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

"უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მკაფიო უნდა იყოს“, - განაცხადა ბუდრისმა ვილნიუსში გერმანელ კოლეგასთან იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრის თქმით, ლიეტუვა მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას ასეთი გარანტიების ძიებაში და ამავდროულად ითანამშრომლოს ევროპასა და ნატოში თავის პარტნიორებთან მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ბუდრისმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორებს შორის ერთიანობის მნიშვნელობას უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში და მოუწოდა უფრო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ და არა მხოლოდ ზეპირი განცხადებებისკენ.