შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 1 დეკემბრიდან არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.