უკრაინულმა დრონებმა კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარე მოსკოვის მსხვილ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
 

კაპოტნიასთან ახლოს მდებარე მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

"ამჯერად, მოსკოვის რეგიონმა იგრძნო უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეომრებს, უპილოტო სისტემების ძალებს, სპეციალური ოპერაციების ძალებს, უკრაინის თავდაცვის დაზვერვას და სარაკეტო ძალებს ეფექტური მუშაობისთვის.

რუსეთი უნდა ვაიძულოთ დაასრულოს ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. და უკრაინული შორი მოქმედების იარაღი ასეთი იძულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

ეს არის მხოლოდ პასუხი რუსულ დარტყმებზე და ომზე, რომელიც უნდა დასრულდეს", - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მოსკოვის მერის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსკოვზე მტრის დრონებით თავდასხმები გაგრძელდა, დაზიანებულია ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, მსხვერპლი არ არის.