ზაპოროჟიეზე 10 ოქტომბერს განხორციელებულ რუსულ თავდასხმას 20 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 18 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი.

სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. ფსიქოლოგებმა ასევე დახმარება 35 მოქალაქეს გაუწიეს.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

10 ოქტომბრის დილით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, შედეგად ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო ნაწილობრივ დაინგრა, დაზიანდა ახლოს მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლებიც.