უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკის თბოელექტროსადგურზე რუსების დარტყმას გამოეხმაურა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

"რამდენიმე საათის წინ სლავიანსკის თბოელექტროსადგურზე დარტყმა განხორციელდა - რუსული ბომბებით. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა. ჩემი სამძიმარი. არიან დაჭრილები. ეს სუფთა ტერორია. ნორმალური ადამიანები ასე არ იბრძვიან და ასეთ რუსულ ომს მსოფლიოს ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას გაზის შესყიდვების მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებები აქვს ნორვეგიასთან.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის გენერაციის აღჭურვილობაზე ასევე შეთანხმებებია გერმანიასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან.

30 ოქტომბრის ღამეს და დილით რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასობრივი რაკეტებით და დრონებით თავდასხმა განახორციელა. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკში, ვინიცასა და დასავლეთ რეგიონებში. მტრის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები იყო.

რუსებმა თავს დაესხნენ სხვადასხვა რეგიონში განლაგებულ თბოელექტროსადგურებს, რომლებიც სერიოზულად დაზიანდა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ოქტომბერში თბოელექტროსადგურებზე ეს უკვე მასობრივი თავდასხმა იყო.