უკრაინულმა რაკეტებმა FP-5 "ფლამინგომ" წარმატებით დაარტყეს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმო "ტიტან-ბარიკადს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე ყველა რუსული თავდაცვითი ობიექტი ჩვენი შორ მანძილზე სანქციებისთვის სამართლიანი სამიზნეა. გუშინ ღამით, FP-5 Flamingo-ს რაკეტებმა წარმატებით დაარტყა ვოლგოგრადში მდებარე "ტიტან-ბარიკადის" ობიექტს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დარტყმას ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

ქარხანა „ტიტან-ბარიკადი“ რუსეთის თავდაცვის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია. აქ იწარმოება გამშვები დანადგარები ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსებისთვის „ისკანდერ-მ“, სტრატეგიული სარაკეტო სისტემებისთვის "იარსი" და "ტოპოლ-მ“, ასევე უახლესი სისტემებისთვის „ორეშნიკი“.

"უკრაინის სანქციების გეოგრაფია მუდმივად ფართოვდება და სწორედ ჩვენი ყოველდღიური ზეწოლა ქმნის საფუძველს საბოლოოდ ღირსეული მშვიდობის მისაღწევად. მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი ინჟინრის და ჯარისკაცის, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ასევე გაანადგურეს "პანცირი 1"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას ფეოდოსიაში და საავტომობილო ბორანი ქერჩის მახლობლად, რომელსაც მტერი იყენებს რუსეთის საოკუპაციო არმიის სამხედრო ლოგისტიკისთვის უკრაინის სამხრეთ რეგიონებში.

მისივე ცნობით, გარდა ამისა, განადგურდა ოკუპანტების სამეთაურო პუნქტები ხარკოვის ოლქის ლიმან პერვის და ბელგოროდის ოლქის ლენინსკის რაიონებში, ასევე, დარტყმები განხორციელდა მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების ორ მართვის პუნქტზე ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებულ პუნქტებში - ლუგოვოესა და კამენსკოეში.