უკრაინა ემზადება ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლისთვის 1000 1000-ზე ფორმატით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ თითქმის ყოველდღე ისმენს ინფორმაციას უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციასთან ფართომასშტაბიანი გაცვლისთვის მზადების შესახებ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ჩვენი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ. ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას თითოეული ადამიანის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან ვცდილობთ“, - აღნიშნა მან.

16 მაისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ერთ საათზე მეტხანს მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია ტყვეების 1000 1000-ზე ფორმატით გაცვლის შესახებ. ეს ინფორმაცია შემდგომში რუსეთშიც დაადასტურეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო დასაბრუნებელი პირების სიებზე მუშაობა.