მე წარმოვადგენ იმგვარ ფლანგს, რომელიც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეთა, ამომრჩევლის უმრავლესობას, უმრავლესობას ადამიანებისა, რომლებმაც აირჩია ხელისუფლება და მათ ამის უფლება წაართვეს მოსკოვის სპეცოპერაციის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს უნდა განხორციელდეს მასობრივი, ძალიან დიდი შეკრებით ადამიანებისა, რომლებიც არ მისცემენ შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ფარსი და ხელისუფლების მიტაცების რიტუალური გადაბარება.

"მე წარმოვადგენ იმგვარ ფლანგს, რომელიც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეთა, ამომრჩევლის უმრავლესობას. უმრავლესობას ადამიანებისა, რომლებმაც აირჩია ხელისუფლება და მათ ამის უფლება წაართვეს მოსკოვის სპეცოპერაციის შედეგად. 25 სიმბოლურია, 25 თებერვალი იყო მაშინ, როდესაც საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის გაფორმება მოხდა. მინდა ვთქვა, რომ აქ რამდენიმე პოლიტიკური მიზანია. პირველი, არცერთი ოპოზიციური ძალა არ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ზურგი შეაქციოს ამ ტყუილს და "ქართული ოცნება" მარტო დატოვოს. ამას მოჰყვება მეორე პოლიტიკური მიზანი, რომ ადამიანთა დაჯგუფებას, რომელიც იბრალებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის მართვის მანდატი მისცა, არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ სხდომა ჩაატარონ. ეს უნდა განხორციელდეს მასობრივი, ძალიან დიდი შეკრებით ადამიანებისა, რომლებიც არ მისცემენ შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ფარსი და ხელისუფლების მიტაცების რიტუალური გადაბარება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.