"ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტით, 5 გრამზე მეტი მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში, პირს პატიმრობა დაემუქრება.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია

კანონპროექტის თანახმად:

• პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით (ჯარიმა ან პატიმრობა) დაისჯება 10 გრამამდე კანაფის, 5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვა/გადაზიდვა/გადაგზავნა

• 6 წლამდე პატიმრობა - 10 გრამიდან 155 გრამამდე კანაფის ან 5-დან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობა

• 5-დან 8 წლამდე პატიმრობა - 155-დან 750 გრამამდე კანაფის ან 70-დან 250 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა

• 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - 750 გრ-ზე მეტი კანაფის ან 50 გრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა

ასევე, მკაცრდება ადმინისტრაციული სასჯელიც. მცირე ოდენობით მარიხუანის მოყვანისთვის აქამდე 500 ლარამდე ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ახლა კი კანონში ჩაიწერება, რომ ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაიზრდება.

პატიმრობის შეფარდების მაქსიმალური ვადა 15 დღის ნაცვლად 60 დღე გახდება.