"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" შეკითხვას პასუხობს.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ  ბიძინა ივანიშვილმა ექსპრემიერის დაკავებით "ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო".

"იცით რა არის? -  მე საჯარო პოლიტიკაში ახლა დიდი ხანია, არ ვარ და არ მაქვს გეგმაში გავაკეთო კომენტარი. კი, მე ვთვლი, რომ ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. გითხარით, კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ თუ მაინც გინდათ, მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ნამდვილად არ ცდება ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებებში არასდროს... სწორი გადაწყვეტილება იყო ძალიან", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5 წლით აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.