ამ მოღალატეთა რეჟიმის ამოცანა არ არის დამოუკიდებელი, ევროპული სტანდარტის ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, - ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დაარსებიდან არსებობდა ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭო.

"კონსტიტუცია რომ მივიღეთ, ამგვარი სტრუქტურა დაარსდა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს იმ სტრუქტურების კოორდინაცია, რომელსაც ეხება ქვეყნის თავდაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვა, სამოქალაქო თავდაცვა და კატასტროფების მართვა. ეს არის ცივილიზებული გზა, მაგრამ ამ მოღალატეთა რეჟიმის ამოცანა არ არის დამოუკიდებელი, ევროპული სტანდარტის ქართული სახელმწიფოს მშენებლობა", -  განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, შესაძლოა, გაუქმდეს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მთავრობა პარლამენტს მიმართავს.