შეუძლებელია, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას გაურბოდეს თბილისის მერი, -  ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძე ან ამ საქმეშია გარეული, ან ვერ აკონტროლებს იმას, რაც მის წინ ხდება.

"შეუძლებელია, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას გაურბოდეს თბილისის მერი, რომელიც ორი ვარიანტია - ან არის სრული დოყლაპია და ვერ აკონტროლებს ვერაფერს საკუთარ უწყებაში, მის ცხვირწინ ბავშვების ფულს იპარავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და მას არ შეუძლია ეს დააფიქსიროს და აღმოაჩინოს, ან ისიც თავადაა ჩართული ამ და სხვა სფეროებიდან ფულის აღებაში და ის სწორედ ამიტომ დუმს.

ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურს ხდის და კიდევ უფრო ამტკიცებს ყველა სხვა ბრალდებას, რომელიც კალაძის უწყების მიმართ ისმის, მაგალითად, მართლაც მოპარული იყო თუ არა 60 მილიონი ლარი ავტობუსების შეძენისას", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ცნობით, მას დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული. მანამდე კი სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს.