პატრიარქის გარდაცვალების მეორე დღიდანვე დაიწყო მიტროპოლიტ შიოსგან რაღაც ახალი არქეტიპის ფორმირების მცდელობა და ეს დღეებია პროპაგანდისტული კამპანიის სახე აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია წერს.

"ამ კონტექსტში თუ ამ დროსა და სივრცეში ეს მეტისმეტად არაეთიკურია. გარდა იმისა, რომ სიყალბის კონსტრუირება მიმდინარეობს, მიტროპოლიტ შიოს კარიერისტულ მისწრაფებებს მეტად დევალვირებულად ავლენს.

არ ვიცი, რა უნდა ვიფიქრო მღვდელმთავარზე, რომელიც ახალგარდაცვლილი პატრიარქის გლოვის ნაცვლად საკუთარ რეკლამინგზე მუშაობს.

ზედმეტად სამწუხაროა ეს", - წერს გამზარდია.