საქართველო უნდა ფოკუსირდეს, როგორ შეუწყოს ხელი ნატოსთან ურთიერთობას, - ამის შესახებ  ლიეტუვას ატლანტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზიგიტას სტრუბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო ქვეყნის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით უკვე არაერთი კითხვა არსებობს, რაც ალიანსის წევრობასთან შეუთავსებელია.

"ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ცოტა ხნის წინ იყო სიგნალი, რომ თქვენი პრობლემა განხილული იქნება სამიტზეც. ხმამაღალი განცხადებები საქართველოზე არ იქნება, უნდა ფოკუსირდეთ, როგორ შეუწყოთ ხელი ნატოსთან ურთიერთობას.  გვახსოვდეს, რომ ნატო არის დემოკრატიული ქვეყნების სამხედრო გაერთიანება, ახლა კი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფონზე, უამრავი კითხვაა პარტნიორებში თქვენი დემოკრატიის გზაზე. 

პარტნიორობა ნიშნავს საერთო ინტერესებს, ამ დროს ვიღებთ ანტიდასავლურ, ანტინატო გზავნილებს, ამიტომაც ვართ ფრთხილად. 

ასეთი სამიტებზე ვინ იქნება მიწვეული და ვინ არა, ეს დიპლომატიური სიგნალებია. ეს არის სწორედ სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილი. მიწვევები, არმიწვევები, ეს ყველაფერი გზავნილებად ითარგმნება", - აცხადებს ზიგიტა სტრუბერგა.