აქტივისტი დათუნა დანელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს დილით მოქალაქე ლერი დარჯანიას თავს დაესხნენ.

"დღეს დილით 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ ოცნების “ტიტუშკები”, დაახლოებით 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება ქართული ოცნების მხრიდან… ლერი მოჭიდავეა იცოდნენ, 1 და 2 ქოცი “ტურა” ვერ მოერეოდა, ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს!" - წერს დათუნა დანელია.