დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოდის და სტუმრობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც ამ ქვეყნისთვის საგანგაშო ფაქტია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო 2003-12 წლებში რეგიონში მთავარი პარტნიორი იყო აშშ-ისა და ევროპის.

"საქართველო, რომელიც იყო ამიერკავკასიაში აშშ-ის მთავარი პარტნიორი, რომელიც მასპინძლობდა აშშ-ის პრეზიდენტს, ვიცე პრეზიდენტებს 2003-12 წლებში, როდესაც ქვეყანა იქცა რეგიონში ევროპის და ამერიკის მთავარ საყრდენად, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოდის და სტუმრობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც ამ ქვეყნისთვის საგანგაშო ფაქტია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა. დაგეგმილია მისი ვიზიტი აზერბაიჯანშიც.