ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში მეშახტე დაიღუპა.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში მეშახტე დაიღუპა.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
1770631965
მისივე თქმით, სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება ყველა არსებული სამხედრო საშუალებით."ჩვენ არ ვაპირებთ ევროპაზე თავდასხმას, ამის აბსოლუტურად არანაირი საჭიროება არ გვაქვს. მოულოდნელად ევროპა თუ განახორციელებს ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არ იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენი მხრიდან, არამედ სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება ყველა არსებული სამხედრო საშუალებით“, – განაცხადა ლავროვმა.
1770631096
მისივე თქმით, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას ეხება."ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი დღეს დილით დამიკავშირდა და მაცნობა, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ.ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს ეხება, რომელიც თითქოს რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე ჩატარებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მოხდა, რომელიც მოსამართლე ქოჩქიას დაკავშირებითაა.ჩვენ ყველგან ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არანაირი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან მე არ დამიფიქსირებია. ეს ამ წელში უკვე მე-4 ბრალდებაა, როგორც ჩანს უნდათ რომ ნიკა გატყდეს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
1770630847
როგორც მან დღეს მედიას განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი აშშ-თან მიმართებით და პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებისთანავე, გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პირობებში."ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ, დავიწყოთ ახალი ფურცლით, მოვახდინოთ გადატვირთვა. საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის და მივესალმებით ამ დამოკიდებულებას, რაზეც იყო საუბარი. მოლოდინიც, რა თქმა უნდა, არის.საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და ვამბობთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი გახლავთ, მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი.პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს წარსულს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.ამასთან ვთქვით, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით.ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, კატეგორიულად მიუღებელი იყო იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, არასამართლიანი დამოკიდებულება, სიცრუე, თუნდაც იგივე სანქციებთან დაკავშირებით - არანაირი არგუმენტი და განმარტება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მან ასევე არ გამორიცხა, რომ ურთიერთობების გადატვირთვას კიდევ დასჭირდეს დრო.
1770630424
მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა."გლდანის მესამე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცის პროექტი მიმდინარეობს. ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ გაგვეკეთებინა ლამაზი პარკი იმ ტერიტორიაზე, სადაც მანამდე უკანონო შემოღობვები იყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ადგილობრივებს, თითოეულ ოჯახს, რადგან მათი თანამონაწილეობით განხორციელდება შვიდი ავტოფარეხის დემონტაჟი. ეს ტერიტორია სრულად იყო დაკავებული უკანონო შემოღობვებით. ამჟამად ის გასუფთავებული და მოწესრიგებულია. დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელშიც გათვალისწინებულია საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, სასეირნო ბილიკი; გარდა ამისა, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათებები, გაკეთდება საპარკინგე არეალები. პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, სამთვენახევარი დასჭირდება და ადგილობრივ მოსახლეობას ექნება სივრცე, სადაც დასვენების, ვარჯიშის და გართობის საშუალება ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.სამუშაოები, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო შემოღობვების დემონტაჟი, მოსახლეობისა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობით, გასულ წლის ბოლოს განხორციელდა.პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 400 000 ლარი გამოიყოფა.ადგილზე, მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, აგრეთვე, რაიონის მაჟორიტარები თბილისის საკრებულოში - ჯაბა კოღუა და მიხეილ რეხვიაშვილი იმყოფებოდნენ.
1770630291
კახა კალაძე ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველო უალტერნატივო სტრატეგიულ დერეფნად არის მოხსენიებული.მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი რეფორმა განხორციელდეს."რა თქმა უნდა, სიახლე არაა, რომ ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ერთგვარი დერეფნის როლი აკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის ეკონომიკურად. საქართველოსთან დაკავშირებით, მათ ჩვენი ქვეყნის გამოყენება სურდათ სხვადასხვა მიმართულებით, იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და მეორე ფრონტი გახსნილიყო. მაგრამ ჩვენ ხომ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესები დავიცვათ.ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ევროპული მომავალი, ევროინტეგრაციის გზა, რომელიც მნიშვნელოვანია, ძალიან რთულია. ამ გზაზე უამრავი გამოწვევაა, ხშირად ვაწყდებით უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენთან მიმართებაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, ქვეყანა წინ მიდის, ვინარჩუნებთ მშვიდობას. ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1770630215
მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ გამოძიება 2023 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხება, რადგან აუდიტის სამსახური ყველა კომპანიას თანმიმდევრულად ამოწმებს."აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ რაიმე სიახლე იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში სხვა არაფერი გადაგვიგზავნია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აუდიტის სამსახური ერთდროულად ვერ შევა ყველა უწყებასა და სამსახურში. მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი წლის წინ იყო თუ სამის. აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1770626409
მისივე თქმით, საქართველო 2003-12 წლებში რეგიონში მთავარი პარტნიორი იყო აშშ-ისა და ევროპის."საქართველო, რომელიც იყო ამიერკავკასიაში აშშ-ის მთავარი პარტნიორი, რომელიც მასპინძლობდა აშშ-ის პრეზიდენტს, ვიცე პრეზიდენტებს 2003-12 წლებში, როდესაც ქვეყანა იქცა რეგიონში ევროპის და ამერიკის მთავარ საყრდენად, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოდის და სტუმრობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც ამ ქვეყნისთვის საგანგაშო ფაქტია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა. დაგეგმილია მისი ვიზიტი აზერბაიჯანშიც.
1770624361
"მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, თ.ო გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
1769498406
ზელენსკი - უკრაინა მზადაა გადადგას ხელშესახები ნაბიჯები ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად
1770061560
ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა
1770562949
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი მიხეილ სალაძე გარდაიცვალა
1769879351
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1769629330