სამოქალაქო აქტივისტ უჩა ქემაშვილი თბილისის საქალაქო  სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა გამოაცხადა.

უჩა ქემაშვილი 26 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მას გამოძიება 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თავად ბრალდებულის აზრით კი, სადამსჯელო ღონისძიება მის მიერ "ქართული ოცნების" დროშის დაწვის ფაქტს უკავშირდება.