კიდევ უფრო მეტად უნდა გამწვავდეს პროტესტი, რომ ვერტიკალი დაიშალოს. ბიძინა ივანიშვილის დაშლილ ვერტიკალში ბუნებრივად და ორგანულად ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ყველა გააძლიერებს საპროტესტო მუხტს რუსთაველზე, მაშინ ჩამოიშლება ეს ვერტიკალი.

"კიდევ უფრო მეტად უნდა გამწვავდეს პროტესტი, რომ ვერტიკალი დაიშალოს. ბიძინა ივანიშვილის დაშლილ ვერტიკალში ბუნებრივად და ორგანულად ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. 

ავტოკრატიული რეჟიმები ადვილად დაშლადი არ არის, ხანდახან წლები სჭირდება. ჩვენ რაც უფრო შევიკრებით და საერთო ძალისხმევის კონსოლიდირება იქნება და ამ პროცესში გადმოვიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ილუზია შეიძლება ჰქონდეს, რომ "ოცნება" აშშ-სთან დაალაგებს და ევროპისკენ წაგვიყვანს, ასეთი ადამიანები რაც უფრო ნაკლები დარჩება და იდეალურ შემთხვევაში, ძალიან პატარა პროცენტი იქნება მათი მხარდამჭერების და ყველა გააძლიერებს საპროტესტო მუხტს რუსთაველზე, მაშინ ჩამოიშლება ეს ვერტიკალი", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.