მე ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი გასაგებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალი იმისთვის, რომ მსგავსი კრიტიკული ტექსტები აღარ იყოს ქვეყნისადმი, არის ხელისუფლების შეცვლა.

"მე ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი გასაგებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო დატოვოს იზოლაციაში. გამოსავალი იმისთვის, რომ მსგავსი კრიტიკული ტექსტები აღარ იყოს ჩვენი ქვეყნის მისამართით მიმართული, აუცილებელია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის აუცილებელი ფაქტორი და რა თქმა უნდა, ეს არის გარდაუვალი 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო, რომელშიც გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციით და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონების ამოქმედებით.