ანტიკორუფციულმა ბიურომ 1 000 ლარით დამაჯარიმა, დეკლარაცია რატომ არ შეავსე პარლამენტის წევრმაო, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბორის ჩელე ყურუა წერს.

მისივე თქმით, არშევსების შემთხვევაში დაკავება ემუქრება.

"ანტიკორუფციულმა ბიურომ 1 000 ლარით დამაჯარიმა, დეკლარაცია რატომ არ შეავსე პარლამენტის წევრმაო, არ მინდა პარლამენტის წევრობათქო, შემიწყვიტეს მანდატი და მაინც მაჯარიმებენ. კიდევ თუ არ შეავსებთ დაგიჭერთო. რანაირი ხალხია", - წერს ბორის ჩელე ყურუა.