ბრიტანეთი აგრძელებს ჩვენი ბრძოლის მხარდაჭერას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ბრძოლის გაგრძელება.

"ბრიტანეთი აგრძელებს ჩვენი ბრძოლის მხარდაჭერას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი ბრძოლის გაგრძელება, რადგან ინდივიდუალური სანქციები ბრიტანეთის მხრიდან ყველაზე ეფექტურია ივანიშვილისა და მისი ბანდის წევრების მიმართ იმიტომ, რომ მათ აქვთ ფინანსური ინტერესები, რომელზეც ძალიან სერიოზულად დაარტყამს ბრიტანეთის სანქციები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.