თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე დაზიანებული მოაჯირებისა და ფრაგმენტების აღდგენას იწყებს.

მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18-დან 23 თებერვლის ჩათვლით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება.