„ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა პირადი ამბიციის გამო წავიდა. ოპოზიციური სპექტრის მთავარი გამოწვევაა, რომ საკუთარი ეგოები და ამბიციები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა. 2024 წელს ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, ის ნიკა გვარამიას სთავაზობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესულიყო, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

ანა წითლიძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას სურდა, 2024 წლის არჩევნებზე პირველი ოპოზიციური ძალა გამხდარიყო.

„მიშა 2020 და 2024 წელსაც ამბობდა, არც ნომერი გვინდა, არც პარტია გვინდა და საპარლამენტო სიაში კვოტებიც არ გვინდა, ერთობლივი ამბავი იყოსო. მაშინ ეს ყველაფერი ჩაშალა ნიკა გვარამიამ. ამბობდა, არ მინდა „ნაცებთან“ ერთად სიაში, მე უფრო მოვიზიდავ ხალხსო. რანაირად უნდა მოეზიდა დამატებითი ამომრჩეველი, კაცი დაბადებიდან „ნაცი“ იყო. როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ნიკა „ახალში“, ვეუბნებოდი, რომ ყველაზე ლოგიკური იყო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსულიყო. ეს ის პერიოდია, როცა ხაბეიშვილი ამბობდა, მე გადავდგები, მოვიდეს თუ უნდა თავმჯდომარედო. გვარამიამ ძალიან მკაფიოდ მითხრა მაშინ, მე არ ვაპირებ, მიშას თამაში ვითამაშო და მისი პარტიის თავმჯდომარე ვიყო, მაშინ სრული კარტ-ბლანში უნდა მქონდესო. უნდა ვიცოდე, რომ ყველაფერი მე ვარ და არ მაინტერესებს მიშას კონკრეტული წინადადებებიო. ასევე თქვა, რომ 2024-ში მე ვიქნები პირველი ოპოზიციური ძალა და 2028-ში მე გადმოვიბარებ ხელისუფლებასო. გვარამია 14 წლის განმავლობაში მიშას უახლოესი გარემოცვა იყო. ძალიან ბევრ რაღაცაზე პასუხისმგებელი იყო გვარამია. „მთავარის“ დირექტორად რომ იჯდა, ეგ ისე კი არ იყო. მან მთელი თავისი თავის კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე – ფინანსური, გავლენები. თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო. ჩამოვუთვალო ახლა, ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც მაგის ტიპებად ითვლებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში?“ – განაცხადა წითლიძემ.