შედეგები გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ჩვენ ამოცანა ახლა აქ არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმ შედეგებისგან, რომელსაც უქადის “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებული ავანტიურა, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ხალხს აიძულებს, ხმა მისცეს მათ.

“შედეგები გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ჩვენ ამოცანა ახლა აქ არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმ შედეგებისგან, რომელსაც უქადის “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებული ავანტიურა.

პარტიების აკრძალვა შინაარსობრივად ნიშნავს, რომ წაართვა არჩევანის უფლება მილიონზე მეტ ქართველს და “ქართული ოცნების” სურვილია, რომ აიძულოს ჩვენი თანამოქალაქეები, მათთვის სასურველ პარტიას მისცეს ხმა და არა იმ პარტიას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს მოსწონს და ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის სუვერენული უფლების შელახვა, შესაბამისად, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.