ვინც არ უნდა შევიდეს ამ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში, “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს ამ ფარსში მონაწილეობას და სხვებსაც ვურჩევთ იმავეს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა ოპოზიციური კოლეგებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ამ ფარსში, ჯერ მაინც არის დრო ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა”, ვინც არ უნდა შევიდეს ამ ფარსში ოპოზიციიდან, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ბოიკოტს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, ამიტომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს “ლელო”, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ ამ ფარსში, არ მოიტყუონ თავი, კიდევ ერთხელ არ ჩააგდონ საზოგადოება ნიჰილიზმში, რადგან ამ პირობებში, როდესაც არ არის საარჩევნო კოდექსში არანაირი ცვლილება, როდესაც არ არის დაგეგმილი ახალი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც არ არის 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე თავისუფალი და ვხედავთ, რომ ივანიშვილი რეპრესიების შემცირებას კი არ აპირებს, არამედ ყოველდღიურად ზრდის და ახლა ქალების რეპრესიებზე გადავიდა, რადგან ხედავს, რომ ამ პროტესტში ქალების ხმა არის ძალიან მაღალი, ამიტომ ახლა ჩვენი მხრიდან დათმობებზე წასვლა და ივანიშვილთან საუბარი მარცხის ტოლფასი. ჩვენ არ შევდივართ ამ ფარსში და სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლაც იქნება ძალიან დიდი შეცდომა”, - განაცხადა იგორ ნარმანიამ