საქართველოში დაკარგულია დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები რუსეთის გავლენის გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჟური რატასმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა იმას, რომ ევროპის ნაწილი ყოფილიყო.

"საქართველოში დაკარგულია დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები რუსეთის გავლენის გამო. საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა იმას, რომ ევროპის ნაწილი ყოფილიყო, თუმცა,  საქართველო უფრო და უფრო შორს მიიწევს ევროკავშირისკენ. ჩვენ გულხელდაკრეფილნი ვერ ვისხდებით, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი და არ უნდა მივატოვოთ მარტო, მაგრამ ჩვენ ვეღარ მივაწოდებთ დახმარებას საქართველოს, სანამ ისინი დისტანცირებას ახდენენ ჩვენგან, რაც ცუდ შედეგებს გამოიწვევს“, - განაცხადა ჟური რატასმა.