ევროკავშირს შეუძლია გამოძიების დაწყება იმის დასადგენად, იყო თუ არა საარჩევნო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არსებობს სხვადასხვა ვერსია, რითაც შეიძლება საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვაქვს ვერსიები, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს დისკუსიები, რა შეიძლება გახდეს საფუძველი და რა მექანიზმი შეიძლება იყოს გამოყენებული გამოძიებისთვის: პირველი -  ჩვენი აზრით, ეს არის ევროკავშირი, ვინაიდან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და არის 9 შესასრულებელი პუნქტიდან მეოთხე პუნქტი. ევროკავშირს შეუძლია გამოძიების დაწყება იმის დასადგენად, იყო თუ არა საარჩევნო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი, რათა დაადასტუროს ან უარყოს ხელისუფლების პრეტენზია ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.