მინდა მივმართო მმართველ პარტიას, რომ ვითარების დარეგულირების ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ნდობა აღდგეს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის შიდა კონფლიქტი მმართველ პარტიას ერთი  მხრივ და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას შორის.

"ვითარება რთულია, მაგრამ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის შიდა კონფლიქტი მმართველ პარტიას ერთი  მხრივ და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას შორის. ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის, ამიტომ, ჩვენ, ევროპელი ლიდერები ვალდებული ვართ, რომ ავიმაღლოთ ხმა თუ დემოკრატია ზეწოლის ქვეშ არის. მინდა მივმართო მმართველ პარტიას, რომ ვითარების დარეგულირების ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ნდობა აღდგეს", - განაცხადა მიხაელ როთმა.