რეზოლუცია ძალიან კარგად გამოხატავს რა მდგომარეობამდე მიიყვანა “ქართულმა ოცნებამ” ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვქონდა ევროპასთან, ევროკავშირთან, თუნდაც “ევროპის სახალხო პარტიასთან, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

"ის განწყობა, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიაში და ჩავთვალოთ რომ ეს არის, ბუნებრივია, ყველაზე დიდი პოლიტიკური ნაწილი ევროპული პოლიტიკური სივრცის, ეს განწყობა არის პირველ რიგში მხარდამჭერი საქართველოს ევროპული მომავლის და იმ ადამიანების, ვინც არის ქუჩაში, პროტესტში, ყველა იმ ადამიანის, ვინც დღეს არის საპატიმროში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით და ახალი არჩევნების მოთხოვნა, ეს არის სწორედ თანხვდენილი ჩვენი საზოგადოების სურვილებთან და ჩვენი ევროპელი მეგობრების სურვილებთან. ეს რეზოლუცია ძალიან კარგად გამოხატავს რა მდგომარეობამდე მიიყვანა “ქართულმა ოცნებამ” ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვქონდა ევროპასთან, ევროკავშირთან, თუნდაც “ევროპის სახალხო პარტიასთან”. მე ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციას ექნება ძალიან დიდი ეფექტი, იმიტომ რომ ის ეხება და მოუწოდებს ყველა წევრ პარტიას, ყველა პარლამენტს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, სხვებსაც, რომ სწორედ იმ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებული, რაც ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, პატიმრების განთავისუფლებას, ახალ არჩევნებს პირველ რიგში და არ აღიარების პოლიტიკას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.