საზოგადოება კარგად უნდა ერკვეოდეს იმაში, თუ, რა ეკონომიკურ პრობლემებს უნდა ველოდეთ მომავალში, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საკონსულტაციო ფირმა “რეფორმატიქსის” დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ნიკა გილაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემაშფოთებელი იყო ის ციფრი, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა გასულ კვირას, ოქტომბრის თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებით.

"საზოგადოება კარგად უნდა ერკვეოდეს იმაში, თუ, რა ეკონომიკურ პრობლემებს უნდა ველოდეთ მომავალში. ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო ის ციფრი, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა გასულ კვირას, ოქტომბრის თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებით, 627,000,000 დოლარი ერთ თვეში არასდროს არ ყოფილა, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ურთულესი ეკონომიკური პრობლემები გვექნება, თუ ეროვნული ბანკი გააგრძელებს ისეთივე პოლიტიკას, როგორც დღეს აქვს“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.