"ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს იმ ისტორიულ პროცესში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება. ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი როგორც პოლიტიკური გუნდით, ისე იურისტების გუნდით, მათ შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან ჩვენი ლიდერებიც -  ანა წითლიძე, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო კუთხითაც უნდა იყოს ათვისებული ტერიტორია.

"ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს იმ ისტორიულ პროცესში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება. ეს გახლავთ რუსეთის ბრალდება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს გაუქმების, რუსიფიკაციის დაკანონების საბოლოო ფაზა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი როგორც პოლიტიკური გუნდით, ისე იურისტების გუნდით, მათ შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან ჩვენი ლიდერებიც: ანა წითლიძე, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, მეც ვიქნები და იურისტებიც გუნდიც, ამიტომაც ჩვენ მთელი შემადგენლობით ვიქნებით. მათ შორის, მოვუწოდებთ ჩვენს პატრიოტ წევრებს და მომხრეებს და არა მარტო მათ, რომ შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან პარალელურად ამ პროცესის და რა თქმა უნდა, საპროტესტო კუთხითაც უნდა იყოს ათვისებული ეს ტერიტორია“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.