ჩვენი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის პოლიტიკის წყალობით საქართველოს აქვს საშინელი შეფასება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ  ერთხელ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას დამღუპველობას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილი ატარებს საქართველოში. 

"დღეს გამოქვეყნდება ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე სახელმწიფოების შეფასება იქნება განხილული და სამწუხაროდ, ჩვენი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის პოლიტიკის წყალობით საქართველოს აქვს საშინელი შეფასება, რაც კიდევ  ერთხელ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას დამღუპველობას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილის ბანდა ატარებს საქართველოში", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს. არსებული ინფორმაციით, დღესვე გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშიც.