პარტია “დროაც”, როგორ კოალიციის ნაწილი, არის ასაკრძალთა შორის, ჩვენც დაგვირეკეს და რა თქმა უნდა, დროა კოალიციასთან და მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას "ოცნების" განადგურების სხდომებში, - ამის შესახებ ციხიდან გავრცელებულ წერილში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.

"ოცნების" ბოლო გადაწყვეტილება არის:

1. სახელმწიფო გადატრიალება არალეგიტიმური უმცირესობის მიერ. ჩვენს სახელმწიფოს ხშირად ჰქონია დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ქვეყნის უმრავლესობა ერთი კაცის, ერთი პარტიის ჭკუაზე იცხოვრებს, მსგავსი რამ არ ჰქონია. ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვეუბნება, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ მოვიპოვეთ სახელმწიფო 9 აპრილს, საქართველო აღარ იარსებებს, მსგავს სახელმწიფოებში ადამიანები არიან უბედურები და ამის ხმამაღლა თქმაც კი ეკრძალებათ.

2. ეს გადაწყვეტილება არის, ხაზგასმით და დემონსტრაციულად ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიცივილიზაციური თავისი ფორმით და შინაარსით. რა თქმა უნდა, მათ ეს პროცესი დაამთხვიეს ევროპაში მსჯელობას. რა თქმა უნდა, სარჩელის შინაარსში ჩაწერილია და ზოგადად სასამართლო პროცესებში ევროპა გამოცხადებულია მტრად. რა თქმა უნდა, ეს ხდება ევროპის ლანძღვის ფონზე და ევროპული წესების სრული განადგურებით. ეს უბრალოდ კი არ უგულებლყოფს, არამედ მიზნად ისახავს დასავლეთთან დაპირისპირებას, რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საპირისპიროა.

3. დღეს, რუსეთს, რომელმაც დაკარგა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი გავლენა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და მარცხდება უკრაინაში, სჭირდება თვალსაჩინო წარმატების შემთხვევა და ამ პროცესის დაჩქარება ხდება მათ შორის რუსეთის ამგვარი დაკვეთით, რომ სწრაფად მომთავრდეს საქართველოს საკითხი და რუსეთმა გამოიყენოს, როგორც რეგიონში გამარჯვების შემთხვევა, ამას კი სჭირდება ხაზგასმით ყველაფერი ევროპულის განადგურება ქვეყანაში: კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების, ოპოზიციის, ენჯეოების. აი ამ ამოცანას ემსახურება ეს გადაწყვეტილება.

ბიძინამ მომთავრება არაერთხელ ცადა.

ჯერ რუსული კანონით ეგონა, რომ ამთავრებდა, არ გამოუვიდა.

შემდეგ არჩევნების მიტაცებით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.

შემდეგ ღია ძალადობით და ქიმიური იარაღით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.

შემდეგ დაპატიმრებებით ეგონა, რომ გამოუვიდოდა და არ გამოუვიდა.

ეს ყველაფერი არ გამოუვიდა წინააღმდეგობის გამო, ამიტომ ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და გარანტირებულად არ გამოუვა ახლაც. მეტიც, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება.

ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს და ვერავინ აკრძალავს, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ წინააღმდეგობა. 25 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე თსუს პირველ კორპუსთან.

პ.ს. პარტია “დროაც”, როგორ კოალიციის ნაწილი, არის ასაკრძალთა შორის, ჩვენც დაგვირეკეს და რა თქმა უნდა, დროა კოალიციასთან და მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას "ოცნების" განადგურების სხდომებში", - წერს ხოშტარია.