ევროპარლამენტარები მიხაუ ვავრიკევიჩი და დაინიუს ჟალიმასი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ჟალიმასის თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრისას განხილული იქნა ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის გზები.

"განვიხილეთ ურთიერთქმედების შესაძლო გზები, გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს დემოკრატიული ძალების მიმართ. ასევე სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, მოქმედი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხია განსახილველი, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მომავალში. მე ვფიქრობ, გარდაუვალ გადაწყვეტილებაზე ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი, რომელიც უნდა იყოს რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. რა თქმა უნდა, საარჩევნო პრინციპების ევროპულ სტანდარტებს. ევროკავშირის სანქციებს გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ამის მიღწევა შესაძლებელია, განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ“, – განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ცვლილებისთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.