მომდევნო კვირას "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

"მომდევნო კვირას "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანამ, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ იქნება ჩატარებული", - წერს უილსონი.