დასავლეთს უგზავნის ძალიან მკაფიო სიგნალს - თქვენი მთავარი მედროშე, მთავარი მედასავლეთე მიხეილ სააკაშვილი, გადავიყვანეთ უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნება" "შავ საქმეებს" ჩუმად აკეთებს.

"მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, არც ველოდით, რომ ამ ინფორმაციას წინასწარ შეატყობინებდნენ ვინმეს იმიტომ, რომ ეს ამათი ხელწერაა - ჩუმად, ფარულად და მუხანათურად გააკეთონ "შავი საქმეები", რომლებიც არ უნდათ, რომ საჯარო იყოს, რისიც მათ ერიდებათ და რცხვენიათ ქართველ ხალხთან.

დასავლეთს უგზავნის ძალიან მკაფიო სიგნალს - თქვენი მთავარი მედროშე, მთავარი მედასავლეთე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დააახლოვა ჩვენი ქართველი სახელმწიფო ევროპასთან და დასავლეთთან, გადავიყვანეთ უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს, ღამით გადაიყვანეს. კლინიკა "ვივამედში" კი აცხადებენ, რომ კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ მისცათ.