საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფი ზურა ჯაფარიძის დედის გარდაცვალებას ეხმაურება. 

"დედა რომ გარდაიცვლება და დარდი თან მიაქვს სრულიად უმიზეზოდ და უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, ეს ვინმეს თუ გულგრილად ტოვებს და ის თუ ვისი ბრალიცაა არ გრძნობს პასუხისმგებლობის ნატამალს, ეს ადამიანები უკვე ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს და რწმენას, რაზედაც სიტყვიერად აპელირებენ!….

გარუსება სხვა კი არაფერია, მხოლოდ სიტყვები კი არა, ეს შინაგანი მდგომარეობაა, როცა შენ უსასტიკეს ქცევას შენ თავის წინაშე ამართლებ და გგონია, რომ სხვაც ვერ ხედავს და გაპატიებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

"კოალიცია ცვლილებისთვის" დაპატიმრებული ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის გია ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.