რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრის ლორდ ვუდის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ლორდ ვუდი აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.

„რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აღნიშნულია ლორდ ვუდის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.