“გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიუღებელია ის კურსი, რა კურსიც აირჩია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

"გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც გაიმართა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი და სადაც ძალიან მკაფიოდ ითქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროპელებისთვის, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, დღემდე არიან საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერები, ამ ადამიანებისთვის მიუღებელია ის კურსი, რა კურსიც აირჩია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ეს გზა, რომლითაც მიდის ახლა “ოცნება”, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის დიქტატურის გაძლიერება და ამას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ტიპის მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება როდესაც ხდება ბრიტანელების მხრიდან, მას ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე ბრიტანეთის საელჩომ სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესმენებს ეხებოდათ. ეს პროცესი დაკავშირებულია ყველაფერი იმასთან, რასაც “ოცნება” ამ ქვეყანაში აკეთებს - საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების დაკავება, საქართველოს მოქალაქეების წამება, სახელმწიფო აქვთ მიტაცებული და შესაბამისად ცხადია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება იქნება კიდევ უფრო მკაცრი. აღსანიშნავი და საგულისხმოა ბრიტანეთის სანქციები და საფრანგეთის სანქციები, რომლებიც უშუალოდ უნდა დაეკისროს “ოცნების” ლიდერებს და ივანიშვილს”, - განაცხადა ანა წითლიძემ.