ძალიან დიდი იქნება ცდუნებაც და მცდელობაც "ქართული ოცნების" ჩარევის მომავალი პატრიარქის არჩევის თემაში, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი პატრიარქის არჩევა არ არის მარტივი საკითხი. 

"საქართველოს პატრიარქი აჩვენებდა უნიკალურ მაგალითს - როგორ იცავდა ის ეკლესიის ნდობას და როგორ ცდილობდა კონფლიქტების არიდებას და როგორ ბრძნულად იცავდა პოზიციებს.

ძალიან დიდი იქნება ცდუნებაც და მცდელობაც "ქართული ოცნების" ჩარევის მომავალი პატრიარქის არჩევის თემაში. სასულიერო პირები, ვინც ამ საკითხზე საუბრობენ, ძალიან კარგად გრძნობენ, რომ ეს ინტერესი არის დიდი, მით უფრო, ახლა არ არის მარტივი ამ პროცესების მართვა, ჩარევა, არც იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლოა, რაც კი შეიძლება სინოდმა მიიღოს, როგორიც არის ახალი პატრიარქის არჩევა.

ჩვენი უწმინდესის შემდეგ განსაკუთრებული მასშტაბი, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა აჩვენეს, იმდენად მაღლა წევს პასუხისმგებლობის ნიშნულს, იმდენად კიდევ უფრო დიდ ტვირთად აწვება თითოეულ იმ პირს, ვინც პატრიარქის არჩევაშია პასუხისმგებელი, რომ მე დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის, ეს არ არის მარტივი პროცესი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს. წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღეში, ან მაქსიმუმ, ორ თვეში აირჩევს.