სანქციების რეჟიმი საფრანგეთის მხრიდან სავარაუდოდ, იქნება ადამიანის უფლებების დამრღვევებზე,  -  ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ იყოს იმ ადამიანებზეც, რომლებიც ფლობენ კონკრეტულ ქონებას საფრანგეთში.

"შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც არ შეიშვებიან, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის პრობლემა იქნება კონკრეტულ ქვეყნებში ფინანსური საქმიანობაც, ბიზნესის გახსნაც, ანგარიშის გახსნაც და ასე შემდეგ.

მე მგონია, რომ სხვა წევრი სახელმწიფოები, მათ შორის, საფრანგეთიც ამას შემოუერთდება. სანქციების რეჟიმი საფრანგეთის მხრიდან სავარაუდოდ, იქნება ადამიანის უფლებების დამრღვევებზე,  თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს იმ ადამიანებზეც, რომლებიც ფლობენ კონკრეტულ ქონებას საფრანგეთში", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ევროკავშირი განიხილავს საფრანგეთის ინიციატივას რუსეთის გავლენის გამტარებლების სანქცირების შესახებ.