კრემლი ცდილობს შეცვალოს ხელისუფლება მოლდოვაში, რათა ის მის ინტერესებს დაუმორჩილოს და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

სანდუს თქმით, კრემლს ცდილობს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებით შეცვალოს მთავრობა იმით, ვისი კონტროლიც შეუძლია.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ჩარევა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ უკრაინის უსაფრთხოებას, რადგან თუ მოლდოვის ხელმძღვანელობა შეიცვლება, ქვეყანა შეიძლება რუსეთისთვის პლაცდარმი გახდეს.

"ჩვენ გვაქვს 1200-კილომეტრიანი საზღვარი, წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამეს ეს საზღვარი მეგობარ ქვეყანასთან, გადაიქცევა მოსკოვის მიერ კონტროლირებად სახელმწიფოსთან საზღვრად. რა თქმა უნდა, აქ უკრაინისთვის არის რისკები, მაგრამ ამავდროულად, რისკები მოლდოვასთვისაც იზრდება, რადგან ამ გზით რუსეთის ფედერაციას შეუძლია მოლდოვას ომში ჩათრევა“, - განაცხადა სანდუმ.

მისი თქმით, სასამართლო სისტემამ უნდა მიიღოს ზომები ამომრჩევლის მოსყიდვის ორგანიზატორების წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოს პროცესის დემოკრატიული ხასიათი.

"ჩვენ გვაქვს მორალური მოვალეობა, დავრჩეთ კარგ მხარეზე, დავრჩეთ მეგობრულ ქვეყნად“, - აღნიშნა მოლდოვას პრეზიდენტმა.