საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები ონთან 14:50 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები ონთან 14:50 საათზე დაფიქსირდა.
1745077210
რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, უკრაინის ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის და სასაზღვრო პატრულის ოფიცრები. ისინი იცავდნენ მარიუპოლს და დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებს.სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში განმარტავენ, რომ დაბრუნებულთა უმრავლესობა 2000 წლის შემდეგ დაბადებული ახალგაზრდები არიან. სახლში დაბრუნდა 2022 წლის მაისიდან ტყვეობაში მყოფი ქალი ჯარისკაცი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, სულ 4552 ადამიანი - ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე - დაბრუნდა სახლში რუსული ტყვეობიდან."მადლობა ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩვენი ხალხის ეს დაბრუნება. განსაკუთრებით მადლობელი ვარ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობისთვის.ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ტყვეობაში რჩება. ჩვენ ვეძებთ ყველას, ვინც შეიძლება იქ იყოს. ყველა სახლში უნდა დავაბრუნოთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
1745076072
"ჩვენმა ძალებმა დღეს განაგრძეს აქტივობა კურსკის რაიონის ტერიტორიაზე და შეინარჩუნეს პოზიციები.ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე, ჩვენი სამხედროები წინ წავიდნენ და გაზარდეს ჩვენი კონტროლის არეალი.რაც შეეხება პუტინის კიდევ ერთ მცდელობას, რომ ხალხის სიცოცხლით ითამაშოს - ახლა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია, 17:15 საათზე ჩვენს ცაზე რუსული თავდასხმის დამრტყმელი დრონები დაფიქსირდა. უკრაინულმა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყო თავდაცვისთვის მუშაობა."შაჰედი" ჩვენს ცაზე არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომასთან და ადამიანების სიცოცხლესთან", - წერს ზელენსკი.19 აპრილს ვლადიმერ პუტინმა ე.წ. "სააღდგომო ზავის“ შემოღება გამოაცხადა. მისი ბრძანებით, რუსეთის მხრიდან 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე ყველა სამხედრო მოქმედება უნდა შეწყდეს.ამ განცხადებიდან მალევე, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის კიევი, საჰაერო თავდასხმის განგაშმა მოიცვა.
1745073111
კრემლში შეხვედრისას პუტინმა მოისმინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მოხსენება საბრძოლო კონტაქტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ და განაცხადა, რომ რუსული მხარე შეწყვეტს ყველა სამხედრო მოქმედებას 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე."ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დღეს, 18:00 საათიდან ორშაბათის ჩათვლით, რუსული მხარე აცხადებს სააღდგომო ზავს. ამ პერიოდში რუსეთის მხრიდან ყველა სამხედრო მოქმედება უნდა შეწყდეს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უკრაინული მხარე მიჰყვება ჩვენს მაგალითს. ამავდროულად, ჩვენი ჯარები მზად უნდა იყვნენ მოიგერიონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესაძლო დარღვევა და მტრის პროვოკაცია, მისი ნებისმიერი აგრესიული ქმედება", - განაცხადა პუტინმა.
1745065635
სანდუს თქმით, კრემლს ცდილობს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებით შეცვალოს მთავრობა იმით, ვისი კონტროლიც შეუძლია.პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ჩარევა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ უკრაინის უსაფრთხოებას, რადგან თუ მოლდოვის ხელმძღვანელობა შეიცვლება, ქვეყანა შეიძლება რუსეთისთვის პლაცდარმი გახდეს."ჩვენ გვაქვს 1200-კილომეტრიანი საზღვარი, წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამეს ეს საზღვარი მეგობარ ქვეყანასთან, გადაიქცევა მოსკოვის მიერ კონტროლირებად სახელმწიფოსთან საზღვრად. რა თქმა უნდა, აქ უკრაინისთვის არის რისკები, მაგრამ ამავდროულად, რისკები მოლდოვასთვისაც იზრდება, რადგან ამ გზით რუსეთის ფედერაციას შეუძლია მოლდოვას ომში ჩათრევა“, - განაცხადა სანდუმ.მისი თქმით, სასამართლო სისტემამ უნდა მიიღოს ზომები ამომრჩევლის მოსყიდვის ორგანიზატორების წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოს პროცესის დემოკრატიული ხასიათი."ჩვენ გვაქვს მორალური მოვალეობა, დავრჩეთ კარგ მხარეზე, დავრჩეთ მეგობრულ ქვეყნად“, - აღნიშნა მოლდოვას პრეზიდენტმა.
1745062620
ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ. სააღდგომო ლიტურგიის დროს კი წმინდა ცეცხლს მომლოცველები ყველა ტაძარში მიიტანენ და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.
1745060283
კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, რაზეც კარნიმ უპასუხა, რომ ეს ჩინეთია.ამასთან, კარნიმ გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთთან პარტნიორობის გამო და განაცხადა, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს მთელი აზიისთვის, კერძოდ, ტაივანისთვის."გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი არის უდიდესი საფრთხე. ჩვენ ვიღებთ ზომებს მის აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა კარნიმ.მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის კანადას."შეერთებულ შტატებს სურს ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი ქვეყანა. ამ ტარიფებისა და მუქარის მეშვეობით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, დაგვანგრიოს, რათა ამერიკამ შეძლოს ჩვენი დაუფლება“, – განაცხადა კარნიმ.
1745059890
"ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრის და დაშინების წინააღმდეგ. ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! ქრისტე აღდგა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
1745053920
კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლებულია.ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.
თბილისში ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს
1744712894
"დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა"
1744180508
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა
1744795006
თბილისის პოლიციის უფროსად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
1743865830
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "გაგრის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
1744031183