"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია "თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერების ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ეხმაურება.

"გავიგე, იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ხვდება, ყველასთან მინდა, რომ დავამყარო ურთიერთობაო, ეს არის ჩემი ნიჭიო. ჰოდა, ველოდები ჩემს საკანში. თუ უნდა, მეგობრებიც წამოიყოლოს, ბევრ დროს არ წავართმევ!“,- წერს ელენე ხოშტარია.

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერები ადასტურებენ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და იმედოვნებენ, რომ მსგავსი ტიპის საქმიანი შეხვედრები კიდევ ექნებათ.