უცებ არ მოგართვათ ჯარიმა, მონებო, წერეთ და იკითხეთ,  - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავენ და ვერც მონობას დაარქმევენ მოსამართლეობას.

"უცებ არ მოგართვათ ჯარიმა, მონებო, წერეთ და იკითხეთ. რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გაილანძღებით და ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავთ, ვერც მონობას დაარქმევთ „მოსამართლეობას“, - წერს ელენე ხოშტარია.

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. მას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ფეისბუკპოსტის გამო უჩიოდა.